ხონისა და ვანის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს

ხონისა და ვანის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხონისა და ვანის გაერთიანებულ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს.

54-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 60 უბნიდან დათვლილია 58 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.13%, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 22.48%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა 11.95% მიიღო.