სიღნაღის გარდა, კახეთის ყველა მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ მეორე ტურია მოსალოდნელი.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სიღნაღის 25-ე მაჟორიტარულ ოლქში 58 უბნიდან დათვლილი 47 უბნის მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა 53,93%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი 28,09%, ხოლო „თარხან-მოურავი ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა ანა ალავერდაშვილმა 5,17% მიიღო.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით კახეთის სხვა დანარჩენ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
შედეგები ასე გადანაწილდა: საგარეჯოს 23 -ე მაჟორიტარული ოლქში - 50 უბნიდან დათვლილი 46-ის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რომან მუჩიაშვილმა - 46,39%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა - 25,14% მიიღო.
გურჯაანის- 24-ე მაჟორიტარულ ოლქში 51 უბნიდან დათვლილი 48 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით სონღულაშვილი- 44,18%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა - 32,19% მიიღო.
ლაგოდეხის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, 53 უბნიდან დათვლილი 50 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა - 37,5%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გურამ კიკალიშვილმა 24,72% მიიღო.
თელავის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, 47 უბნიდან დათვლილი 35 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი სეისიაშვილმა 41,77%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 35,27% მიიღო.
ახმეტის 28-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 უბნიდან დათვლილი 34 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა 45,85%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა 35,1% მიიღო.