ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, დიდუბის #15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა ხმათა 47,41% დააგროვა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ნაფეტვარიძემ - 19,45%.
ხმათა 11,22% დააგროვა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, ხოლო 4,48% - „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ.
მე-15 მაჟორიტარულ ოლქში არსებული 34 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 16 უბანი.