მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, - განაცხადა ბრიფინგზე "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას.

"მინდა, გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი.

ბოლო ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებულნი პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდ გარემოში",- განაცხადა კახი კალაძემ.