ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 163 ე მუხლით დაიწყო.

მუხლი გულისხმობს საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.

სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე რამდენიმე პირი შეიჭრა.

2030-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, უბნებზე დამტვრეულია საარჩევნო ყუთები, გარდა ამისა, შეურაცხყოფა მიაყნეს საარჩევნო კომისიის წერებსაც.

როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, თავდამსახმელენს შორის ერთ-ერთი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.