პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელი ინგოროყვფას კლინიკაში მოინახულა.
მთავრობის მეთაური ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერმა რამინ ისმაილოვს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, მარნეულში, უხეში ძალა შეგნებულად არ გამოიყენა.
"„ჩვენ შეგნებულად არ გამოვიყენეთ იქ უხეში ძალა, იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაგვეტარებინა ევროპულად, ძალიან მაღალი ხარისხით და ვფიქრობ, ამ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ. ეს არის სწორედ ასეთი ადამიანების გმირობის ხარჯზე, როგორიც არის ბატონი რამინ ისმაილოვი. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იგი აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, ყველა მოქალაქეს მივულოცო ის, რომ საქართველომ დღევანდელი არჩევნები ღირსეულად ჩაატარა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.