ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთში გამართულ არჩევნებში

ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთში გამართულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა

ავღანეთის საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ცესკო აქვეყნებს.

ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთს პირველ საარჩევნო უბანზე, ბაგრამზე - "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 564 ხმა, "ნაციონალურმა მოძრაობა"- 232, "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 214, "რესპუბლიკელებმა" -7. ამ უბანზე სულ 1471 ამომრჩეველი იყო და 1171-მა მიიღო მონაწილეობა. 27 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.

ავღანეთის მეორე საარჩევნო უბანზე - მაზარი შარიფზე, სადაც სიაში 132 ამომრჩეველი იყო,  არჩევნებში ყველამ მიიღო მონაწილეობა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღეს 65 ხმა, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" 50. "თავისუფალმა დემოკრატებმა" -7 ხმა, "რესპუბლიკელებმა" - არც ერთი.  ბათილად იქნა ცნობილი 3 ბიულეტინი.

ჯამში ორივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 614 ხმა და მოიგო ავღანეთში ჩატარებული არჩევნები.