კომპანია TNS ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სიის მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
საარჩევნო სუბიექტს „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ხმას აძლევს გამოკითხულთა- 2.9 %,
“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატული მოძრაობა” - 2.4 %,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 19.5 %
უსუფაშვილი-რესპუბლიკელები - 2.9 %
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - გაერთიანებული ოპოზიცია - 5 %
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 3 %
“ეროვნულ ფორუმს” ეგზიტპოლის მიხედვით ამომრჩეველთა - 0.8 % უჭერს მხარს.
“ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” - 4 %,
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო- 53.2 %.
სხვა პარტიები - 6.3 %
შეგახსენებთ, ეს იყო პროცენტული მაჩვენებელი პარტიული სიის გადანაწილების მიხედვით და ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი.
TNS-ის მიერ GDS-ისთვის 320-ც საარჩევნო უბანზე ჩატარებული ეგზიტპოლი არა მარტო პროპორციული, არამედ მაჟორიტარული წესით არჩევნების შედეგებსაც ითვალისწინებს.
კომპანია TNS-ის ეგზიტპოლების მიხედვით, 10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
მთაწმინიდის პირველი საარჩევნო ოლქი. სალომე ზურაბიშვილი 53.3%
მეორე ადგილზე ამ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი - ნიკოლოზ რურუაა - 21 % -ით.
თავისუფალი დემოკრატი - ნიკოლოზ ფრუიძე მესამე ადგილზეა. 5,3 % ით.
მეოთხე ადგილი - „რესპუბლიკელი“ - თამარ კორძაია 5.3 %
ვაკე, ნომერ მეორე საარჩევნო ოლქი.
ბიძინა გეგიძე 57,6 – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართვლო“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ელენე ხოშტარიას 16,5 % აქვს.
ვიქტორ დოლიძე - „თავისუფალი დემოკრატები“ - 13,3
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ვაკის მეორე საარჩევნო ოლქში მე-4 ადგილზე გავიდა, კახი ნუცუბიძე 4,4 %
საბურთალოზე - მეექვსე ოლქში მონაცემები ასე ნაწილდება; “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ლევან გოგიჩაიშვილი 52,5 %
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სევდია უგრეხელიძე 13,4 %
“რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი -12,5 %
„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი - შალვა შავგულიძე 6.9 %
შეგახსენებთ ეს არის TNS-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები. რაც შეეხება რეგიონებს: ეგზიტპოლი ჩატარდა სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლში, კახეთსა და აჭარაში, 7 საარჩევნო ოლქში.
კახეთი - თელავის 27-ე საარჩევნო ოლქში პირველ 4 კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოვნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - ირაკლი სესიაშვილი - 47,2%. ეგზიტპოლის ამ მონაცემებით თელავის 27 -ე ოლქში მეორე ტური დაინიშნება.
მეორე ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - გიორგი ბოტკოველი 28,2 %-ით,
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს - გოჩა მამაცაშვილი გამოკითხულთა 6,4 % უჭერს მხარს.
ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი - ვანო გალახვარიძე მეოთხე ადგილს იკავებს - მას 5.6 % აქვს.
შიდა ქართლი. აქ კვლევა 41-ე საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ეგზიტპოლის მონაცემებით ამ ოლქშიც თელავის 27-ე ოლქის მსაგვსად, მეორე ტური ინიშნება.
„ქართული ოცნების“ კანდიდატს იოსებ მაკრახიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს შორის მეორე ტური დაინიშნება.
იოსებ მაკრახიძე 39.1 %,
ირაკლი ოქრუაშვილი - 15,6,
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ალექსი გოგლიძეს 15.3 % უჭერს მხარს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი - ირაკლი ალასანია 14,6 %
იმერეთის რეგიონი, ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქი.
კობა ნარჩემაშვილი- „ქართული ოცნება“ - 48.1%
გიორგი წერეთელი - „ნაციონალური მოძრაობა“ - 28,7
გიორგი წულაია - „პატრიოტთა ალიანსი“ - 6,8 %
„ლეიბორისტი“ - ირაკლი კიკვაძე 4,4 %
გურია, ქალაქი ოზურგეთი - 59-ე საარჩევნო ოლქი -
არჩილ თალკავაძე - „ქართული ოცნება“ 63.3
დავით მჟავანაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 13,3
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - ავთანდილ ჩხაიძე - 5,5
ირაკლი ალასანია - „თავისუფალი დემოკრატები“ - თეიმურაზ სალუქვაძე 5,0
სამეგრელოში TNS-მა ეგზიტპოლი 2 ოლქში ჩაატარა.
მარტვილი/აბაშა - 62-ე ოლქი ეგზიტპოლის მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ოთარ დანელიამ მოიპოვა მანდატი - 62,2 %-ით
ზაალ გოროზია - „ნაციონალური მოძრაობა“ 22,2
ირინა თოფურია - “თავისუფალი დემოკრატები“ 4,7
კონსტანტინე გამსახურდია - „პატრიოტთა ალიანსი“ 4,5
ზუგდიდი - 66-ე ოლქი.
ედიშერ თოლორაია - „ქართული ოცნება“ 59,7 2
სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობა “32,9
ბესიკ თოდუა - „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატი - 2,8
ირაკლი ჩანგელია - „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,7
ბათუმის 68 - ოლქი - ამ ოლქშიც მეორე ტური ინიშნება
ფატი ხალვაში „ქართული ოცნება“ 47,8
მირდატ ქამადაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 23,8
პაატა ცივაძე „პატრიოტთა ალიანსი“ - 7,3
ომარ ფარტენაძე - „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“4,6
ეს არის ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემები 20:00 საათის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლი 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა და გამოიკითხა ყოველი მეხუთე ამომრჩეველი.