"რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემებით, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია გადის

"რუსთავი2"-მა ეგზიტპოლების ახალი, საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც,   პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია გადის.

კომპანია GFK Customs Research LLC -ის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება - 39,9%;

ნაციონალური მოძრაობა - 32%.

ყველა დანარჩენი პარტია 5%-იანი ბარიერის მიღმაა.