ივანიშვილს „კოვზი ნაცარში“ ჩუვარდა, რადგან  ეგონა, ფარ-ხმალს დავყრიდით მაშინ, როცა ოთხი თვე და ოთხი წელია ამისთვის ვემზადებით

ივანიშვილს „კოვზი ნაცარში“ ჩუვარდა, რადგან ეგონა, ფარ-ხმალს დავყრიდით მაშინ, როცა ოთხი თვე და ოთხი წელია ამისთვის ვემზადებით

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ცნობით,  მისი პარტიის კომისიის წევრებს ხმების დათვლის პროცესში Facebook-live-ის გათიშვას სთხოვენ.

მელია ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მოუწოდებს, მათ წარმომადგენლებს „ფეისბუქი“-ს ეთერით ხმების დათვლის პროცესი არ შეაწყვეტინოს.

„ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არჩევნები რამდენიმე ოლქში  პირწმინდად წააგო, რომელთა შორისაა: ხონი, წყალტუბო, სიღნაღი, თბილისი. ხმების დათვლის პროცესი გვაქვს პირდაპირ ეთერში „ფეისბუქი“-ს მეშვეობით მიდის, თუმცა, მათი პარტიის წარმომადგენლებს ამ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. დარღვევას სად ხედავენ, გამოვიდნენ და თქვან? ივანიშვილმა საარაკო ტყუილი თქვა და „ოცნებას“ 53 პროცენტი დაუწერა. ჟვანიას მოვუწოდებ, ჩვენს წარმომადგენლებს „ფეისბუქი“-ს ეთერით ხმების დათვლის პროცესი არ შეაწყვეტინოს,  რადგან გასაგებია, საქმე რასთან გვაქვს. ივანიშვილს „კოვზი ნაცარში“ ჩუვარდა, რადგან მან ჩვენი წარმომადგენლები ვერ გატეხა და ეგონა, ფარ-ხმალს დავყრიდით მაშინ, როცა ოთხი თვე და ოთხი წელია ამისთვის ვემზადებით. ხვალ დილით ვნახავთ, 53 პროცენტი როგორ დაჯდება და  თუ არ დაჯდება, ივანიშვილი გამოვიდეს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს“, - განაცხადა   მელიამ.