გიგი წერეთელი მოუწოდებს პოლიციას, დაიცვას თითოეული ადამიანის ხმა

გიგი წერეთელი მოუწოდებს პოლიციას, დაიცვას თითოეული ადამიანის ხმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი მოუწოდებს პოლიციას, რომ დაიცვას თითოეული ადამიანის ხმა.

როგორც წერეთელმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისში რამდენიმე უბანზე გაურკვეველი ადამიანების მობილიზება ხდება, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.

,,ვხედავთ როგორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება. მათ დღეს არჩევნებზე დაწერეს სასურველი შედეგები. ქუთაისში რამდენიმე უბანზე არჩევნები მოვიგე, ამიტომ მინდა მივმართო კვირიკაშვილს და ოცნების ლიდერებს, ჯობს დავიცვათ ის ხმები რომელიც არის საოლქო კომისიაში შესული. ვიცით რომ ხდება გაურკვეველი ადამიანების მობილიზება უბნებზე, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას. მოვუწდებ შსსა და პოლიციას, დავიცვათ ჩვენი ხმები", - განაცხადა წერეთელმა ბრიფინგზე.