„ის რაც მოხდა მარნეულში, ეს იყო ბარბაროსობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან,- განაცხადა „ქართული ოცნების“ სიის წევრმა გია გაჩეჩილაძემ.
მისი განცხადებით, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ძალადობრივი გზით მიიღოს პროცენტები",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მარნეულში „ქართული ოცნების“ შტაბთან შეკრებილები არიან თამაზ ნავერიანის მხარდამჭერები.