მეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოციოლოგიურ პროგნოზზე ნაკლებ შედეგს აჩვენებდა

მეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოციოლოგიურ პროგნოზზე ნაკლებ შედეგს აჩვენებდა

მეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოციოლოგიურ პროგნოზზე ნაკლებ შედეგს აჩვენებდა, - განაცხადა ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში.

„როცა რევოლუციური სცენარის შესახებ გახდა ცნობილი, წესით, ამ პარტიის წევრებს უკან უნდა დაეხიათ და დესტაბილიზაცია არ უნდა სდომოდათ, მაგრამ ამ დროის მონაცემებით არსებულმა სურათმა გვაჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაახლოებით იმდენი პროცენტი უჭერს მხარს, რამდენიც ყოველთვის უჭერდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„„ნაციონალური მოძრაობის“ თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ამ ქვეყანაში იგივე ადამიანები ვცხოვრობთ და როგორც კი ეს პარტია წამოიწევს, რომელიც თავისი რევოლუციური გეგმებით ქვეყნის გაწირვას ცდილობს, მოსახლეობა მაშინვე რეაგირებას იწყებს. მაგალითად, პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ქართველმა ამომრჩეველმა ასე ვთქვათ, გულის კარი ფართოდ გაუღო. მის მიმართ იყო მოლოდინი, მაგრამ როგორც კი მან „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გადაიწია, მხარდაჭერა მაშინვე დაკარგა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.