მოთმინებით დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, სადაც კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი გამარჯვება

მოთმინებით დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, სადაც კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი გამარჯვება

საქართველო, გილოცავ დიდი გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩემი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, ეს არის დიდი ბრძოლით მოპოვებული,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი, არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება ეს ასეა.

„ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია.  მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის, ის , რომ ჩვენი ქვეყანა რომელიც ათასეულობით მილიონობით ადამიანის გმირობამ მოგვიტანა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან ნათელი, ძალიან საამაყო მომავალი.

„ჩვენი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მინდა ყველა ჩვენგანის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი როლისთვის საქართველოს უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებეს: „მინდა, ყველა მხარდაჭერს ვთხოვო, მოთმინებით დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, სადაც კიდევ ერთხელ გამყარდება გამარჯვება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ სიძულვილის დასასრული. ყველა მოქალაქეს ვპირდები, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი აღმშენებლობის 4 წელი“.