ცესკო-ში ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან

ცესკო-ში ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან

ცენტალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ავღანეთში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე გახნილ ორ საარჩევნო უბანზე, ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ითვლიან.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დალუქული ყუთები გაიხსნება და ხმის დათვლის შემდეგ, შემაჯამებელი ოქმი შედგება.

საბოლოო შედეგები სავარაუდოდ, ერთიან პირველად მონაცემებთან ერთად გახდება ცნობილი.