„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი ვერ მოიპოვეს

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი ვერ მოიპოვეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ მათი პარტია პირველ ადგილზეა

პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხცმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უბნებსა და კომისიებში წყდება, რის გამოც, ჯერი მათი პარტიის წარმომადგენლებზეა.

„უმძიმესი საარჩევნო კამპანია წარიმართა, სადაც იყო ძალადობა, აფეთქებები, სხვადასხვა ტიპის ბრალდებები და მოსახლეობის დაშინება. ჯერი ჩვენზზეა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, დავიცვათ ხმები და ვიმუშაოთ ობიექტური შედეგისთვის. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველზე ადგილზეა. დარღვევების მთელი სპექტრი დაფიქსირდა, დაწყებული მარნეულის ფიზიკური დაპირისპირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დამთავრებული ამომრჩევლის მოსყიდვით. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი მანდატი ვერ მოიპოვეს“, - დასძინა ბაქრაძემ.