19:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე უბანი

19:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე უბანი

19:00 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე უბანი, სადაც დაზარალებულია ორი მოქალაქე, მათ შორის, ერთი პოლიციელი, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "სამართლიან არჩევნებს" არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამ გამოიწვია დაპირისპირება.

"ჩვენ ვიცით, რომ იქ იმყოფებოდნენ პაატა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს პარტიებს, თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები. მნიშვნელოვანი არის, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გატარდეს ყველა ზომა იმისთვის, რომ გამოიძიონ ეს ინციდენტი. რაც შეეხება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საარჩევნო ყუთი არის გატაცებული, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ.