ნიკა მელია: რამდენიმე საათში ივანიშვილის დამარცხებას ვიზეიმებთ

ნიკა მელია: რამდენიმე საათში ივანიშვილის დამარცხებას ვიზეიმებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია ამომრჩეველს მოუწოდებს საარჩევნო უბნებზე გამოცხადნენ და ხმა მისცენ, რადგან საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილი 40 წუთი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 40 წუთია.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მელიამ განაცხადა, ხელისუფლება აგონიაშია.

„ხელისუფლება40 წუთში დავამარცხოთ. 40 წუთის შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხმების დაცვის ეტაპი დიწყება და კომისიის წევრები მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ. მილიარდელ ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს და ხმების დაცვის ვალდებულება ყველა ოპოზიციურად განწყობილი კომისიის წევრს გააჩნია. რამდენიმე საათში ივანიშვილის დამარცხებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა მელიამ.