მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩვენი მხარდამჭერები არ მონაწილეობდნენ

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩვენი მხარდამჭერები არ მონაწილეობდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, მარნეულის  36 ოლქის 48-ე უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მათი მხარდამჭერები არ მონაწილეობდნენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,  „ქართული ოცნების“ განცხადებების საპასუხოდ  ტუღუშმა განაცხადა, დაპირისპირება პაატა ბურჭულაძის ბლოკსა და  „ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნულ უბანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

„მცდელობაა არჩევნები ჩიშალოს, ყუთი გაქრეს, მაგრამ ეს ხელისუფლებას ვერ დაეხმარება ვერც არჩევნების მოგევაში და იმედს ვიტოვებ, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ ციკლს დაუბრუნდება და პროცესი მშვიდად ჩაივლის. დეტალები მოვიძიეთ, მოვლენები თუ როგორ ვითარდებოდა. დილიდან იყო გარკვეული დაძაბულობა, გაყალბების და კენჭისყრის ჩაშლის მცდელობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბიულეტიანებიანი ყუთი დამალეს. ასევე ირკვევა, რომ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა „ოცნებისა“  და ბურჭულაძის წარმომადგენლებს შორის. ამ ინციდენტში ჩვენს წარმომადგენლებს არანაირ მონაწილეობას არ მიუღიათ“, - დასძინა ტუღუშმა.