კორცხელში ამომრჩეველთა ნაწილი საარჩევნო უბანთან არსებულ რიგებს აპროტესტებს. როგორც კორცხელის მოსახლეობის ნაწილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით არჩევს ამომრჩეველს.
კორცხელის 53-ე უბნის თავმჯდომარე ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს ალფავიტის მიხედვით და მათი ბრალდებები უსაფუძვლოა.