17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 477 562 ამომრჩეველს შეადგენს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ 81 საჩივარია შესული.

ცესკო-ს ცხელ ხაზზე 1821 ზარია შესული, რომელთა უმეტესობა სიაში მონაცემთა გადამოწმებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას ეხებოდა.