მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ძალადობა მიმდინარეობს მარნეულში, 48-ე უბნის ტერიტორიაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი დაშავებულია პოლიცია, - განაცახდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ საკუთარი მხარდამჭერების მხრიდან თავის შეკავება და მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს შესაბამისი ზომები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და იქ გააგზავნოს დატებითი ძალები, იმისათვის, რომ იქ აღმოიფხვრას ეს ძალადობის ფაქტი.
სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება იმ ადამიანების შესახებ, ვინც არიან მოძალადეები, ამიტომ თავს შევიკავებ დასახელებისგან. ეს ადამიანები შეიარაღებულები არიან ქვებით. პოლიცია ცდილობს რომ აღკვეთოს ეს ფაქტი,მაგრამ საჭიროა შესაბამისი რაოდენობის სამართალდამცავების მობილიზება ადგილზე. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარი ტიპის ძალადობას”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.