საქართველოში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები "სტაბილურობის ტესტს" ნიშნავს.
ამ შინაარის სტატიას Reuters საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უძღვნის.
სააგენტო წერს, რომ საქართველო სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს და ის რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების სფეროში შედის.
Reuters აღნიშნავს, რომ გამოკითხვის თანახმად, "ქართული ოცნება", რომელსაც ქვეყანაში ყველაზე მდიდარი კაცი აფინანსებს, სავარაუდოდ, არჩევნებში იმარჯვებს, მაგრამ ქართველი ამომრჩევლები მტკიცე მხარდაჭერას აფიქსირებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართაც. ასევე, ბევრ ამომრჩეველს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემს ხმას".