ქალაქ ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გადასატანი ყუთი გაუქმდა. მიზეზი ხმის მიცემის პროცესის არაჯეროვანი შესრულება გახდა.
25 მოქალაქეს ხმა ისე ქონდა მიცემული, რომ ამომრჩევლის გრაფაში ხელმოწერა არ ქონდა დაფიქსირებული. შესაბამისად, ოლქის გადაწყვეტილებით, გადასატან ყუთში არსებული ხმები ბათილად იცნო.
ინფორმაციას 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ადასტურებს.