საოკუპაციო რეჟმის მიერ გავლებული მავთულხლართის მიღმა მცხოვრებმა დავით ვანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მოახერხა

საოკუპაციო რეჟმის მიერ გავლებული მავთულხლართის მიღმა მცხოვრებმა დავით ვანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მოახერხა

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟმის მიერ გავლებული მავთულხლართის მიღმა მცხოვრებმა დავით ვანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოახერხა.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა გაფრთხილეს, რომ თუ  ე.წ. საზღვარს გადაკვეთდა, დაიჭერდნენ.

"ღობესთან რომ მივედი, გავიხედე, არავინ ჩანდა და გადმოვედი. რუსებმა ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ საზღვარი არ გადამეკვეთა. ვერ მოვახერხე ჩემი ცოლიც გადმომეყვანა. ავადაა. მე მაინც გადმოვედი და ხმა მივეცი", - განაცხადა ვანიშვილმა.

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟმის მიერ გავლებული მავთულხლართის მიღმა ამავე სოფლის მკვიდრი ორი ოჯახი მოექცა. 2008 წლის შემდეგ მათ გადაადგილება შეზღუდული აქვთ.