მთაწმინდაზე, მე-4 საოლქო საარჩევნო უბანის კომისიის თამჯდომარის, მანანა გლუნჩაძის ინფორმაციით, "ნაცმოძრაობის" რეგისტრატორმა ხელმოუწერელი ბიულეტენი ფარულად შეინახა.
მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ოქმი შედგა, რომელსაც მსვლელობას ცესკო მისცემს.
"13:15 საათზე, კომისიის წევრმა, რეგისტრატორმა "ნაციონალური მოძრაობიდან", მაჟორიტარი კანდიდატის 50 ცალი ხელმოუწერელი ბიულეტენი ფარულად გადაინახა, რომელიც შემდგომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა აღმოაჩინა.
ბიულეტენების ამოღების შემდეგ, დავრეკეთ ოლქში, გიორგი ზირაქიშვილთან, შემთხვევის ადგილზე ოლქის ყველა წარმომადგენელი მოვიდა და შედგა ოქმი, რომელსაც მსველელობას ცესკო მისცემს", - აცხადებს "პირველთან" საუბრისას გლუნჩაძემ.
მისი თქმით, კომისიის წევრი რეგისტრატორად მუშაობას აღარ აგრძელებს, თუმცა არჩევნების დასრულებამდე კომისიის წევრად ისევ რჩება.
გლუნჩაძის განმარტებით, აღნიშნული პირი მონაწილეობას კენჭისყრის ვერც ერთ პროცედურაში მიიღებს.