"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, "ქართული ოცნების" აქტივისტი ბორის მაისურაძე ბათუმში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემეს.
მათივე ინფორმაციით, იგი პოლიციის მეორე განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.
"მე-10 საარჩევნო უბანთან შემხვდა. ჩვენი აქტივისტია, რომელიც ძალიან ნაცემი იყო. დეტალები არ ვიცი. კბილი ჰქონდა ჩამტვრეული და წარბი გახეთქილი. გამოვიძახეთ პოლიცია", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ქაციბაიამ.
ამ დრომდე პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.