15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634 ამომრჩეველს შეადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ 46 საჩივარია შესული. ძირითადად, პროცედურული ხარვეზებია, რაც უკვე აღმოფხვრილია, - აგიტაცია უბანზე, მარკირების გარეშე ხმის მიცემა.
ანა მიქელაძის განცხადებით, პრობლემები ჰქონდა ამომრჩეველთა ნაწილს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშრებით და აღნიშნული პრობლემაც აღმოფხვრილია.