ქალაქ ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს, თეიმურაზ მარკოზიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ კომისიის წევრ, დავით ქანთარიას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნება“ ზეწოლაში დაადანაშაულა.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ამბობენ, უბანზე მივიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მერაბ ქარაია, რომელმაც თავმჯდომარე გარეთ გაიყვანა და მასზე ზეწოლას ცდილობდა. მე-18 უბნის კომიისიის თავმჯდომარემ, რომან გოგოხიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
მე-18 უბანზე ამ წუთებში ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება.