ახალციხეში, სოფელ ნაოხრებში 26-ე საარჩევნო უბანზე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი უბნიდან შენობის გარეთ გამოიყვანა და ესაუბრებოდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ ვაჟა ჩიტაშვილი კომისიის წევრს რუსულ ენაზე დარიგებას აძლევდა „ ხომ იცი როგორ უნდა მოიქცეო“, ანალოგიური დარღვევა მოხდა ახალციხის სოფელ აბათხევში არსებულ 25 -ე საარჩევნო უბანზე, სადაც ისევ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა კომისიის წევრი ოგანეზ დურგალიანი გამოიყვანა შენობის გარეთ და გაურკვეველ თემაზე ესაუბრებოდა.