საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "პირველს" განუცხადეს, რომ შემთხვევა ქარელში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა.

უწყების ცნობით, მოხუცი მამაკაცი საარჩევნო უბანზე შესვლამდე ცუდად გახდა.

იქვე მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა, საკუთარი ავტომობილით მისი საავადმყოფოში გადაყვანა სცადა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო ღონისძიებებია დაწყებული.