ბათუმში

ბათუმში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას პასუხობს

ბათუმში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას პასუხობს.

ირაკლი ჭეიშვილის  განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, რომ რა მეთოდებითაც თავად მოდიოდნენ, ახლაც ასე ხდება.

"ეს არის ტყუილი. გვაქვს ინფორმაცია, რომ პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდებოდა პროვოკაციები. არ გვაქვს კანონდარღვევა და ამიტომ, არ ვამახვილებთ ყურადღებას მათ პროვოკაციებზე",- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ზამბახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ბათუმში.