საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს შეფასებას, რომ რომ წელს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები ტარდება.
ამ შინაარსის კომენტარი მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"გავაკეთე არჩევანი ჩემს მეუღლესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას და წინსვლას, ეს არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი ამოცანა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს 150 დეპუტატი. აქედან, 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.