გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში დააფიქსირა

გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში დააფიქსირა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ საკუთარი არჩევანი ახალციხეში, 44-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფალ მომავალს, დემოკრატიულ ღირებულებებს, სწრაფ განვითარებას“,-განაცხადა საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდეგ  გიორგი კოპაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე  ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.