ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გიორგი ტუღუშის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს

ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გიორგი ტუღუშის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს

ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე  უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენლის,  გიორგი ტუღუშის ბრალდებებს, თითქოს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნასაკირალში, ოზურგეთის რაიონის 60-ე უბანზე, შესასვლელ კარებთან ეწეოდნენ აგიტაციას, ხოლო როდესაც წასვლისკენ მოუწოდეს,  ადგილზე მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც  ამ ადამიანების უბანში შეშვებას ითხოვდა.

„ეს არის აბსრდული ბრალდება. არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. იქ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბესიკ ქათამაძე  ატყუებდა თავის თანასოფლელებს, რომ არ შეიძლებოდა სკოლის ტერიტორიაზე შესვლა, საარჩევნო უბანზე არ იყო საუბარი. მე ვუთხარი  და  მოვუწოდე, რომ ნუ ატყუებდა თავის თანასოფლელებს. საარჩევნო უბანი არის სკოლის შენობის შიგნით, შესაბამისად ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია  სკოლის ტერიტორიაზე შესვლა“,-აღნიშნა ჭანუკვაძემ.

ჭანუყვაძის განცხადებით, ეს არის „ნაციონალების“ წესი,  მიდგომა, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ  და  ახლაც უნდათ,   იძალადნონ  ადგილობრივ ამომრჩევლებზე, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

ამასთან, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს უბანზზე შეხლა-შემოხლა მოხდა, აბსოლუტური  სიცრუეა.