თბილისის მერმა საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

თბილისის მერმა საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი  დააფიქსირა.  საბურთალოს  #1 საარჩევნო უბანზე, დედაქალაქის მერი მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაუჭირა.

„მე მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს და მათ წარმომადგენელს, მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელთაც  შეუძლიათ ჩვენი ქვეყანა განავითარონ სწორი გზით და  უფრო სწრაფად. ქვეყანა იყოს  უფრო დემოკრატიული და კიდევ უფრო თავისუფალი. ამ ყველაფრის წინაპირობები შექმნილია და საჭიროა მათი  არათუ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო განვითარება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.