ზუგდიდელებთან შეხვედრა როოგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისთვის, ისე საპარლამენტო ოპოზიციისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. "რატომ წაართვით მოქალაქეობა ივანიშვილს და ვერა ქობალიას როგორ მიეცით, ეს არის ქართული პარლამენტის სირცხვილი", - ამ სიტყვებით უტევდა ზუგდიდელი პედაგოგი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს ლაშა თორდიას.