გოჩა ენუქიძე ჭრებალოს და ნიკორწმინდას მოსახლეობას შეხვდა.

გოჩა ენუქიძე ჭრებალოს და ნიკორწმინდას მოსახლეობას შეხვდა.

გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე სოფლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობის კითხვეს უპასუხა. “ჩვენს პატარა ქვეყანაში ძალიან გამჭრიახი და ღრმადმოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ. ვითვალისწინებთ თქვენს ყველა მოსაზრებას.

პირველ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ახლა კი განვითარების და წინსვლის დროა. ის მხარდაჭერა, რომელსაც „ქართული ოცნებისადმი“ იჩენთ, გამოწვეულია დიდი იმედით, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული ქვეყნების რიგში დადგება.

 ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც სულ მალე კვლავ ქვეყნის სათავეში იქნება და ყველა წინააღმდეგობას თქვენთან ერთად გაუმკლავდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ