მამუკა ახვალედიანისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

მამუკა ახვალედიანისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გვარამიას მიერ იქნა გაკეთებული. ამას თავადვე აღიარებს. ნამდვილად, შემაშფოთებელია თვითონ შინაარსი, რაზეც მიდის საუბარი. პირდაპირ მიდის ქრთამის შეთავაზება კონკრეტულ პიროვნებაზე, რომ თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგეს და იტყვის, რომ ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, თითქოს მას აშანტაჟებდნენ, მე ვფიქრობ, სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება და შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.

ზოგადად, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, აშკარად ჩანს ამ ადამიანების ფსიქიური აშლილობა, რადგან, ირკვევა, რომ მიდრეკილება აქვთ, ჰქონდათ ყოველთვის განეხორციელებინათ, დღესაც არ ეშვებიან ამას და ეს არის ძალიან სამწუხარო. წარსულში არიან ისევ ჩარჩენილები და ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ მოღვაწეობას. მთავარი არის თვითონ ჩანაწერის შინაარსი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კონკრეტული შინაარსი, რაზეც მიმდინარეობს საუბარი. ექვსი მილიონი, კარგვეულ თანხას სთავაზობს კონკრეტულ პიროვნებას, თუ გააკეთებს შესაბამის განცხადებებს. შესაბამისად, უნდა დაინტერესდეს გამოძიება კონკრეტულ საუბართან დაკავშირებით, ასევე უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ უნდა მოხდა ამ ვიდეოს განთავსება შესაბამის ქსელებში.