ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა დავარწმუნე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ მათ არაფერი არ გამოუვათ

ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა დავარწმუნე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ მათ არაფერი არ გამოუვათ

ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით, თუმცა მე მინდა დავარწმუნე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ მათ არაფერი არ გამოუვათ. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები ეს ადამიანები. 

სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, თვითონ ამ ადამიანების საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება და ჩანს რუსთავი 2-ის ჩართულობა და გამოყენება თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. აქ საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. ჩვენ ვიცით განცდადებები იქნა გაკეთებული, რომ რუსთავი 2 აპირებს ეგზიპოლების გამოქვეყნებას. ზოგადად კვლევები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული ისიც გაყალბებულია,

როგორც ირკვევა, როგორც ჩანს, რადგან ჩვენც ვატარებთ ყველანაირ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები ჯდება და ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები , შემდეგ ბოლო დრეს, არჩევნების დღეს ეგზიპოლი და თითქოს ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის ამ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არაფერ არ გამოუვა ჩვენ ვიმოქმდებთ კანონის ფარგლებში.

მტკიცებულებებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სხვა გაკეთებული კვლევები, თუმცა ზოგადად რაც შეეხება კვლევებს, გუშინაც იქნა გაჟღერებული განცხადება კონკრეტული პიროვნებების მიერ, წარმოადგინეს დოკუმენტები რა იყო რეალური შედეგები და რა შედეგები გამოაქვეყნეს, როგორი გაყალბებული იყო ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ერთი სცენარი რომელსაც გაკოტრებული პოლიტიკური ძალის ლიდერები აპირებენ განახორციელონ. ველზე ვინც მუშაობდა, ვიცნობთ ამ კომპანიას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თარხნიშვილი, რომელიც ცნობილია ხმების მოპარვაში, რომელიც ქართველ მოსახლეობას არჩევნებში პარავდა ხმებს და მისი მეუღლის კომპანია, რომელიც ახორციელებს ველზე სამუშაოებს. ეს არის სამარცხვინო.