პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკისრება

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკისრება

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს ეკისრება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ვის აკისრებს პრეზიდენტი პასუხისგებლობას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავდასხმებზე.

„ამაზე არაერთხელ მისაუბრია ჩემს ბრიფინგებზე და პრეზიდენტსაც, რა თქმა უნდა, არაერთხელ უსაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს. თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორია საარჩევნო გარემო, ზოგადად ფონი შეიძლება ითქვას, რომ არის მშვიდი. არის ცალკეული ძალიან ცუდი ფაქტები, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს ცალკეული ფაქტები იქნება გამოძიებული და გაეცემა დროული პასუხები",- განაცხადა მიშველაძემ.