გვარამია ადასტურებს, რომ ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა

გვარამია ადასტურებს, რომ ახვლედიანთან ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება მოხდა

"რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება რეალურად იყო მამუკა ახვლედიანთან.

თუმცა გვარამია ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ქრთამზე საუბარი მისი შეფასებით აბსურდულია.

"მე იქ ვიყავი შეხვედრაზე როგორც მედიის წარმომადგენელი. გუშინვე განვმარტე, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულის მხილებას აპირებენ, მედიამ რომ შესთავაზოს პირადი უსაფრთხოება და ასევე მატერიალური უსაფრთხოება, ეს არის ნორმალური პრაქტიკა ყველგან, მათ შორის ჩვენთან. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა გვარამიამ.