მემარცხენე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად, ლანჩხუთი- ჩოხატაურის დამოუკიდებლელი დეპუტატობის კანდიდატის მოპარული მილიონებით შალვა ნათელაშვილი დინანსდებოდა.
შატბერაშვილის განმარტებით, "ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა კოჰაბიტაციამ, უკუდურესად გაათავხედა არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, არამედ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე, რომელმაც "სახელი გაითქვა", როგორც აღვირახსნილმა კორუფციონერმა, მექრთთამემ და გამომძალველმა".
მისი თქმით, აკაკი ჩხაიძემ კატასტროფამდე მიიყვანა საქართველოს რკინიგზა და ეწეოდა გამომძალვეობას.
"როდესაც 2004 წელს, ჩხაიძე დააპატიმრეს, ოპერატიული მუშაკები 50 მილიონს სთავაზობდნენ გათავისუფლებისთვის. ჩხაიძე პატიმრობიდან 3 მილიონის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი თანხა, 47 მილიონი მან "ნაციონალურ მოძრაობას" გადაუხადა. იგი წლების განმავლობაში, არამარტო "ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი გახლდათ, არამედ მსუყედ აფინანსებდა პირადად შალვა ნათელაშვილსაც, რითაც აძლიერებდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩხაიძეზე არანაკლები თაღლითები იყვნენ და არიან", - აღნიშნა შატბერაშვილმა.
მემარცხენე ალიანის გენერალური მდივანი მოუწოდებს ლანჩხუთი-ჩოხატაურის ამომრჩველებს, ხმა მისცენ პარტიის კანდიდატ, ლაშა ჯიბლაძეს და "არ დაუშვან კრიმინალი" აკაკი ჩხაიძის სადებუტატო მანდატით აღჭურვა.