ქვეყანაში ასეთი ფონდი, რომელიც კერძო სექტორიდან იქნებოდა ინიცირებული, აქამდე არ ყოფილა

ქვეყანაში ასეთი ფონდი, რომელიც კერძო სექტორიდან იქნებოდა ინიცირებული, აქამდე არ ყოფილა

ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფონდი, რომელიც კერძო სექტორიდან იქნებოდა ინიცირებული, აქამდე არ ყოფილა, - ამის შესახებ ,,ტურიზმის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ სასტუმრო ,,რედისონში“ განაცხადა, სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ,,ტურიზმის განვითარების ფონდის“ პრეზენტაცია გამართა.

ირაკლი ქარსელაძემ იმ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ,,ტურიზმის განვითარების ფონდი“ ჩაუდგება სათავეში და იქვე დასძინა, რომ ფონდი მომავალში ღიაა განიხილოს ახალი პროექტები, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

„ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივით გათვლილი პროექტები, რომლებსაც გააჩნიათ არა მარტო სასტუმრო ინფრასტრუქტურა, არამედ საკონფერენციო, სპორტული დარბაზები, სხვა გამორჩეული შეთავაზებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ნაკლებადგანვითარებული ადგილების პოპულარიზაციას. შესაბამისად, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია 10 მილიონი დოლარისა და მეტი ღირებულების პროექტები, უნდა იყოს მინიმუმ 100 ნომერი და შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ადგილს არა უბრალოდ სასტუმროდ, არამედ საუკეთესო სავიზიტო ბარათად წარმოადგენს”, - განაცხადა ქარსელაძემ.

,,ტურიზმის განვითარების ფონდის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.