არასამთავრობო ორგანიზაცია, "პროგრესულმა საქართველომ" კვლევით ორგანიზაცია BCG-ს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორის, ბექა სამუშიას განცხადებით, პროტესტის მონაწილეებმა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გააპროტესტეს, რომელიც ამ ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა.
ბექა სამუშიას განცხადებით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი, ლევან თარხნიშვილის მეუღლე, ანი მუჩიაშვილია, შესაბამისად, ეს ორგანიზაცია თამამად შეიძლება, "ნაციონალური მოძრაობის" შტოდ ჩაითვალოს.
აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ანა მუჩიაშვილს პლაკატები დაუტოვეს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და ლევან თარხნიშვილის ფოტოებია გამოსახული. მუჩიაშვილი კაბინეტიდან არ გამოსულა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები იძულებული გახდნენ, პლაკატები მისი კაბინეტის წინ დაეტოვებინათ.