თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტისთვის.