საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ "ტურიზმის განვითარების ფონდის" შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.
ამის შესახებ პრემიერმა, "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი - "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" აფუძნებს "ტურიზმის განვითარების ფონდს", რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებითსაქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო",-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.
"ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ისაა, რაც სჭირდება ქვეყანას დღეს და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი",-აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, "თანაინვესტირების ფონდის" მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის მხრიდან.
"სასტუმრო თავისუფლების მოედანზე", "სასტუმრო სოლოლაკსა" და "სასტუმრო შეკვეთილში" შემოვიდა "მარიოტის" უმაღელსი კლასის ბრენდის Autograph Collection. თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტოსამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს,რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ",-განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თაბორის პროექტი არის 400 000 კვ.მ "ახალი ფილტვები" ქალაქისთვის.
"ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი. მისასალმებელია რომ სასტუმროების მართვის კომპანიას ასევეუმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგცენტრების შექმნის კუთხით. კომპანია გადაამზადებსადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციისდონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში",-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ფონდი აქცენტს გააკეთებს არა მარტო ინფრასტრუქტურისა დამომსახურების ხარისხის განვითარებაზე, არამედ ეკოლოგიაზე დაცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაზე.
"ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას. ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს საინვესტიციოპროექტები სახელმწიფო ხედვის და სივრცითი მოწყობისსტრატეგიიდან გამომდინარე. ფონდი ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალიცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგიმაგალითია პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სულ უფრო საინტერესო ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.