სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეთნიკური ქურთების ქორწილში აიფეთქა თავი. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი და ათობით დაშავდა. შემთხვევა სირიის პროვინცია ელ-ჰასაკაში მოხდა.

როგორ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.

ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ მედიასააგენტომ „ამაქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი სწორედ დაჯგუფების წევრმა განახორციელა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ელ-ჰასაკას უმეტეს ნაწილს სწორედ ქურთები აკონტროლებენ.