შეიძინეთ საოჯახო ტექნიკა ონლაინ განვადებით

შეიძინეთ საოჯახო ტექნიკა ონლაინ განვადებით

თუ თქვენ აქამდე გიწევდათ სავაჭრო ობიექტებში მისვლა, ნივთის არჩევა, ადგილზე განაცხადის შევსება და ბანკისგან დასტურის მოლოდინი, ამიერიდან საკმარისია შეხვიდეთ საიტზე www.deals.ge და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, როგორც საბანკო, ასევე შიდა განვადებით.

 ონლაინ მაღაზია deals.ge ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გამოირჩევა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, ხელმისაწვდომი ფასებითა და მომსახურების საუკეთესო პირობებით.

ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ათასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა:  მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, გამწოვი და სხვა.

აღნიშნული ონლაინ მაღაზიის ერთ-ერთი უპირატესობაა მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი, როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, საიტზე მოქმედებს მარტივი და მრავალფეროვანი პროცედურები, ონლაინ საბანკო და შიდა განვადების სისტემა. ამ ეტაპზე ონლაინ განვადების გაფორმება შეგიძლიათ ბანკ რესპუბლიკასთან, ლიბერთი ბანკთან და  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისთან. რაც შეეხება შიდა განვადებას, ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებისთვის გახლავთ ხელმისაწვდომი.

გარდა ონლაინ სივრცისა, deals.ge წარმოდგენილია ოფისის სახითაც, სადაც მომხმარებეს საშუალება აქვს გააფორმოს განვადება ადგილზე და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი გადახდის სხვადასხვა მეთოდით.