მინდა მივმართო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ მის ,,ქრთულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა ქართველი ხალხის შეშინება, მიშა სააკაშვილის რევოლუციით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”რესპუბლიკური პარტიის” პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებაზე სხვადასხვა თემებით მანიპულირებას ცდილობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, ოთხი წლის განმავლობაში ის პარლამენტში ცარელი სკამების დეპუტატებთ შევსებას ცდილობდა. ,,მინდა მივმართო ბატონ დავით ბაქრაძეს, არ გამოუვა რევოლიცია, არ გამოუვა მიშა სააკაშვილს ამ ქვეყნის ხელახლა არევა და ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად. მინდა მივმართო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ მის ,,ქრთულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვათ ქართველი ხალხის შეშინება მიშა სააკაშვილის რევოლუციით. ქართველმა ხალხმა მეტი ნახა ამ ქვეყნის განვითარების მანძილზე, რომ ისეთ ანკესებს არ წამოეგოს, როგორიცაა რევოლუცია ან რევოლუციით შიში. ხალხმა ხმა უნდა მისცეს პროგრამას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასე უნდა შევქმნათ პარლამენტი.
ოთხი წელი ცარიელ სკამებთან ბრძოლას შევალიე პარლამენტში და ოთხი წელია 76 კაცს ვერ ვაგროვებდი, რომ სხდომა გამეხსნა. პარლამენტში შემოსასვლელად ერთმანეთზე გადადიან, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, როდესაც დებატებია, როდესაც პარლამენტში სამუშაოა, მათ ვეღარსად ვნახულობთ”, - განაცხადა დვაით უსუფაშვილმა.